სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიმდინარეობ დამატებითი ფაქტების შესწავლა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული" - გიორგი გახარია ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებზე

16 დეკემბერს ველისციხესთან განვითარებული მოვლენები - საქართველოს შს მინისტრმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა. ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. გიორგი გახარიამ ოპოზიციისთვის ინაუგურაციის დღეს გზების ცაკეტვის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიციელზე თავდასხმა უმკაცრესად იქნება დასჯილი:

„რეალურად რა მოხდა ინაუგურაციის დღეს? - მოხდა მარტივი რამ, ოპოზიციას ჰქონდა განაცხადი თელავში აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიუთითა მათ კონკრეტული ადგილი, მიუთითა პოლიციამ მათ ის ლოკაცია და გზა, რომლითაც მათ შეეძლოდ მარტივად მისვლა იმ ლოკაციაზე, სადაც ეს აქცია უნდა გამართულიყო, საუბარია სხვაობაზე 30 წუთით, შედეგად მივიღეთ კონფლიქტი, ამ კონფლიქტს ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმის სახე, სამწუხაროდ ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაზარდა რადიკალიზაციის ხარისხი საზოგადოებაში და არავის არ უნდა უკვირდეს ის ზომები, რა ზომებიც მიიღო პოლიციამ, დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და როგორც კი იქნება დამატებითი ფაქტები შესწავლილი, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ შედარებებზე, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს და ვიცნ არ უნდა უნდა იყოს, როგორც კი სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ექნება ადეკვატური პასუხი ყოველთვის, არ მაინტერესებს რა იყო ერთი, ორი, ხუთი და ათი წლის წინ, ასე იქნება და ამის შემდეგ ყველა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტეტბზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი, მაშინ, როცა თუ სადმე რომელიმე კადრი აღმოჩნდა კიდევ ერთი ფაქტი, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა ბატონი კირკიტაძის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ძალის წარმოამდგენელია, იმ შემთხვევაში როდესაც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ რომ შედეგი იქნება ძალიან მკაცრი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100