ბათუმში 4 წლის ბავშვი ცემით მოკლეს
ბათუმში მცირეწლოვანი მოკლეს. არსებული ინფორფმაციით, ბავშვი ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე დასახლებაში მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.
კომენტარი