სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამ სამი შვილი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში ახალგაზრდა ქალმა თავისი სამი შვილი, 10, 6 და 5 წლის ბავშვები დახოცა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სისხლიანი სურათის მომსწრე ოჯახის მეზობელი გახდა - მან აღმოაჩინა ოთხი გვამი და ბავშვების მამას აცნობა, რომელიც მეუღლესთან გაყრილი იყო და ცალკე ცხოვრობდა.

როგორც მეზობლები აცხადებენ, ქალი თავდაპირველად ძალიან მშვიდი და მოსიყვარულე დედა იყო, თუმცა ბოლო დროს სოციალური და ფინანსური პრობლემების გამო ბევრს ნერვიულობდა, ვეღარ უმკლავდებოდა თავის ცხოვრებას და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა მისი აფექტურ მდგომარეობამდე მისვლის მიზეზი.

ნათესავების თქმით, ახალგაზრდა დედას თავდაპირველად პირად ცხოვრებაში დაეწყო პრობლემები - ქმარმა მიატოვა და მარტოს მოუწია ბავშვებზე მზრუნველობის აღება. მისმა ყოფილმა მეუღლემ კი ცხოვრება სხვა ადამიანთან დაიწყო და პირველი ოჯახი აღარც ახსოვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100