სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შამბას ნაცემი რუსი გენერალი გაუხსენეს: მისი "გაპრეზიდენტება" ეჭვქვეშაა

კრემლი ღრმად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე საბოლოო ფსონს დადებს ჩახლართულ "აფხაზურ თამაშში", – წერს მიხეილ ტერენტიევი ფიჭვურ გამოცემა "Инсайдер.org"–ში, ოკუპირებულ აფხაზეთში "პრეზიდენტის" თანამდებობაზე აფხაზი "პრემიერ–მინისტრის" სერგეი შამბას კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობის კომენტირებისას. სტატიაში "ჩხუბისთავი პრემიერ–მინისტრი" საუბარია იმაზე, რომ შამბა "კრემლის მიმართ არც ისე ლოიალურია როგორც ამის წარმოდგენას ცდილობენ უჭკუო ვაი–პოლიტოლოგები, რომლებიც არასოდეს გასულან "სადოვოე კოლცოს" მიღმა". ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ "იმის ალბათობა, რომ ბ–ნი შამბა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რუსეთის ხარბ ჩინოვნიკებს ზუსტად ისევე მოექცევა, როგორც საკუთარი ხელით ნაცემ გენერალს, საკმაოდ მაღალი რჩება".

საუბარია ინფორმაციაზე (რომელიც გამოჩნდა ინტერნეტმედიაში წლის ივნისში) იმის შესახებ, რომ რუსეთის გენერლებთან მოლაპარაკებების დროს მან სცემა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალს "აფხაზეთის ხელმძღვანელობისა და მათი შეიარაღებული ძალების რუსეთის კონტროლქვეშ გადაყვანის თაობაზე" გაკეთებული განცხადების გამო. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრად მყოფმა შამბამ "გადაწყვიტა თათბირის დატოვება. და ამ დროს, განაწყენებული მინისტრი გენერალმა უცენზურო გამონათქვამებით შეამკო. შამბა მშვიდად მივიდა თავის გამნაწყენებელთან და სილა გააწნა სახეში".

ტერენტიევი შეგვახსენებს რუსული პრესის მასალებს, რომელთა მიხედვითაც, მომავალ 26 აგვისტოს "არჩევნებში" მოსკოვი შამბას მხარდასაჭერად ემზადება, და "რომელსაც კრემლის ელიტარულ წრეებში საკმაოდ გავლენიანი კავშირები გააჩნია, რაც იმის მიმანიშნებელიცაა, რომ იგი მზად არის უმაღლეს დონეზე დაასაბუთოს საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერა". იგი ასევე წერს, რომ ღრმად ცდებიან კრემლზე ორიენტირებული მედიასაშუალებების გაუნათლებელი ანალიტიკოსები. საკმარისია ერთი თვალის გადავლებითაც გაეცნო აფხაზურ თემაზე დაწერილი მასალების სათაურებს, რომ სრულიად საპირისპირო აზრამდე მიხვიდე. "შამბა დაიმუქრა, რომ გუდაუთის ბაზიდან რუსეთის ჯარების შეუთანხმებლად გაყვანის შემთხვევაში ბაზის მთელი ქონება აფხაზეთის მფლობელობაში გადავა", "აფხაზეთის მთავრობამ შამბას თავკაცობით უარყო რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადება ქართველი ეროვნების რუსეთის მოქალაქეებისათვის ქონებრივი უფლებების აღდგენის კონცეფცია" და ა.შ.“.

ავტორს მიაჩნია, რომ "ბ–ნ შამბას შანსები არც უკეთესია და არც უარესი, ვიდრე სხვა კანდიდატების – მოქმედი ვიცე–პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის და ოპოზიციური პარტიის ლიდერის "აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის" ხელმძღვანელის რაულ ხაჯიმბასი...
მაგრამ არსებობს არც თუ უმნიშვნელო ნიუანსი. თუ ამ ორი უკანასკნელი პოლიტიკოსის ზურგს უკან "გაყინული" კრიმინალი დგას, მათგან განსხვავებით, სერგეი შამბა თავს ვერ მოიწონებს, ამომრჩევლების რაღაც ნაწილში, თავისი მხარდაჭერით. საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის შედეგად, ბ–ნ შამბაზე იმედს ამყარებენ, ძირითადად, აფხაზური ინტელიგენციის "დაწინაურებული" (რა თქმა უნდა ადგილობრივი საზომით) წარმომადგენლები, რომლებიც ელოდებიან პრინციპში არამოდერნიზირებადი ქვეყნის გარკვეულ "მოდერნიზაციას"...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100