ენმ-ს ლიდერებმა ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მამუკა ჭოხონელიძე წარადგინეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მამუკა ჭოხონელიძე წარადგინეს. შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა ნაციონალური მოძრაობის პროგრამა და ის გეგმა გააცნეს, რომლის განხორციელებას და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას გამარჯვების შემთხვევაში პარტია აპირებს. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს მცირე ბიზნესისთვის გადასახადების გაუქმებას და პენსიის ორმოცდაათი ლარით მატებას დაჰპირდა. რომან გოცირიძემ ხობში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც რაიონში შესაძლებელი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა. თავად კანდიდატმა, მამუკა ჭოხონელიძემ ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და არსებული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
კომენტარი