ნათელაშვილმა საყვარელი ქალი ნათხოვარი დუბლიონკით მოხიბლა
სოციალურ ქსელში მუდმივად აქტიური და მგრძნობიარე ფეისბუქ სტატუსების მოყვარული ბელა ალანია საკუთარ გვერდზე მეუღლის, შალვა ნათელაშვილის მიერ მისი მოხიბვლის ისტორიას იხსენებს.
„შალვა, გახსოვს, მოსკოვში რომ ჩამოხვედი ზამთარში, რა ლამაზი "დუბლიონკა" გეცვა, როგორ გიხდებოდა, ამ სამოსში გამოწყობილი რომ დაგინახე, მაშინვე გავები შენს მახეში. ახლა ბექას მოერგებოდა, მაშინ მისი ხნის ხომ იყავი?
გოგო, ( ჯერ კიდევ გოგო ვგონივარ :)) ეგ "დუბლიონკა" მიშა ქორქიამ მათხოვა, ჩემი კურსელი იყო, წითელ დიპლომზე დაამთავრა მანაც, შესანიშნავი ბიჭი იყო გაგრიდან. მოსკოვიდან რომ დავბრუნდი მეორე დღესვე დავუბრუნე, ცეცხლი ეკიდა კომუნისტების დროს " დუბლიონკებს", აბა ხომ არ ვიჩუქებდი. ისეთ "დუბლიონკას" მერე დიდხანს ვეძებდი საყიდლად და რატომღაც ვერ ვიყიდე.
ჩვენი პირველი შეხვედრა სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში. სწორედ ასე "ჩაზმანული" რომ იდექი ხელში დიპლომატით, "დუბლოში" მეც არა ვთქვი, ფეხზე უბედური ტუფლი რატომ გეცვა, ეტყობა ეგ იყო შენი, არა?
ხოდა, როცა მოვკვდები, საფლავის ქვაზე დუბლიონკით დამხატე. შენი პირველი შთაბეჭდილება, სამუდამო გახდება. ზედ დააწერე: "მშვიდად იძინე, ახლა შენია!" ან კიდევ : " რაც ცხოვრებაში არ გეღირსა, ახლა მანდ გაქვს და გაგათბობს"
ჯერ ვიცინე, მერე ვიტირე, მერე ისევ ვიცინე, მერე ისევ ვიტირე...
ვითომ იხუმრა, ახლა კი მშვენივრად სძინავს. მე კი, ძილი არ მეკარება“ - წერს ნათელაშვილის მეუღლე, მწერალი ბელა ალანია.
კომენტარი