მიშელ როდრიგესმა საცურაო კოსტუმი "დაკარგა"
ჰოლივუდის მომხიბვლელმა მსახიობმა, მიშელ როდრიგესმა პროვოკაციული სვლა მოაწყო. მას შემდეგ, რაც მსახიობი ხიდიდან წყალში გადახტა და შემდეგ ბაგირის საშუალებით ზევით ასვლას ცდილობდა, მან ვერ შენიშნა, რომ საცურაო კოსტუმის ქვედატანი „დაკარგა“.
მსახიობს გართობა უყვარს. იგი რამდენიმე დღეა დასასვენებლადაა წასული. დილაობით აუზში, საღამოს კი ბარში ატარებს დროს. ასე გრძელდება ყოველდღე და საინტერესოა, საიდან აქვს ამდენი ენერგია. მიშელი ნამდვილი „მამაკაცია კაბაში“.
აღნიშნულმა ინციდენტმა მსახიობზე საერთოდ არ იმოქმედა, თუმცა დამსვენებელი მამაკაცები ძალიან გაახალისა. ვარსკვლავმა საღამოც სკანდალურად დაასრულა. ერთ-ერთ ცნობილ ღამის კლუბში მისულმა, იქაურობა ძალიან ნასვამ მდგომარეობაში, დილით დატოვა.
კომენტარი