სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით კირკიტაძე და იმერეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებენ

იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული ვახტანგ ბალავაძე თანამდებობას ტოვებს. ბალავაძის თქმთ, იგი შესაძლოა, ხვალ პოსტზე აღარ იყოს.

„რა თქმა უნდა, წავალ თანამდებობიდან, რადგან არჩევნების შემდეგ იცვლება პოლიტიკური ვითარება. ამასთანავე, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც მალე შევა ძალაში, გუბერნატორების დანიშვნის პრეროგატივა გადადის პრემიერ-მინისიტრის კომპეტენციაში,“ - განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.

ასევე თანამდებობას ტოვებს ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე.იგი გუნებრნატორის პოსტიდან გადადგომას ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე აპირებს.კირკიტაძის თქმით, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს დარჩება თუ არა აქტიურ პოლიტიკაში და სამომავლო გეგმების შესახებ საუბარი უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ შეეძლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100