სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბილი კორგანი წიგნს წერს

Smashing Pumpkins-ის ვოკალისტი, ბილი კორგანი მემუარების წერას შეუდგა.

მისი ბენდი, თანამედროვე შოუბიზნესში, უკვე წარსულად ითვლება.

გარდა ამისა, მისი ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული სკანდალებიც, დიდად აღარ ანაღვლებთ ყვითელი პრესის ჟურნალისტებს. ამის გამო, ვოკალისტმა გადწყვიტა, კალამი აიღოს ხელში და თავისი ცხოვრების შესახებ წიგნი დაწეროს.

ბილი დღეში მხოლოდ ერთ საათს უთმობს მემუარების წერას. ამ დრომდე მას 300 გვერდი აქვს დაწერილი და როგორც თავად ამბობს, წიგნის წერას რამდენიმე თვეში დაასრულებს. წიგნს „ღმერთი ყველგანაა, აქაც და იქაც“ ერქმევა და ვოკალისტის ბიოგრაფიული მომენტებით იქნება გაჯერებული.

მისი ბენდის ისტორია 1988 წლიდან იწყება. მათ დღემდე 7 დისკი აქვთ ჩაწერილი, ხოლო მერვეზე ახლა მუშაობენ. „Teargarden By Kaleidyscope“ – ასე ჰქვია ჯგუფის მერვე სტუდიურ ალბომს, რომლის სიმღერებიც თვეში ერთხელ ინტერნეტში უფასოდ ვრცელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100