სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ყვითელი მარშუტკების მძღოლები ისევ გაიფიცნენ

დღეს დილიდან თბილისში რამდენიმე სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცული არიან 140 ნომრის მძღოლები, რომლებიც ამჟამად მოსკოვის პროსპექტზე არიან შეკრებილი. მათი თქმით, დამქირავებელი კომპანია დღიური გეგმის მომატებას აპირებს, გეგმა ახლა ისედაც მაღალია და ის 55 ლარს შეადგენს.

მძღოლების ინფორმაციით, კომპანია გეგმის მომატებას დაახლოებით 10 ლარით აპირებს.

"ისედაც მაღალია ჩვენი დღიური გადასახადი. იმის მაგივრად რომ დაგვიკლონ, გეგმას გვიმატებენ", - აცხადებენ მძღოლები.

მათივე ინფორმაციით, გაფიცული არიან 149 ნორმის მძღოლებიც. 140 ნომერი მოსკოვის პროსპექტიდან საბურთალოსკენ გადაადგილდება, 149 ნომრის მარშუტი კი ვარკეთილი-საბურთალოს ხაზზე მოძრაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100