„რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” განცხადებას ავრცელებს
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 5 კმ-იან, მცხეთა-ძეგვის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უამინდობის გამო შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანია “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას მცხეთა-ძეგვის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შექმნილი დისკომფორტის გამო. გზაზე სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების გეგმის მიხედვით ჩატარებას ხელს უშლის ნალექიანი ამინდები. სამუშაოები გაორმაგებული ტემპით უახლოეს მომავალში, ამინდების გამოსვლისთანავე განახლდება და გზის მშენებლობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება,” - ნათქვამია განცხადებაში.
შპს „რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის კმ5-კმ11.2 (მცხეთა-ძეგვი) მონაკვეთის და ხევზე მდებარე აივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ასრულებს.
კომენტარი