ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 2 635 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 244 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა.
კომენტარი