რე|ბანკი Tbilisi Mural Fest 2020-ის სპონსორია
რე|ბანკმა გასული წლის მსგავსად, წელსაც დაუჭირა მხარი TBILISI MURAL FEST-ს. რე|ბანკის გარდა პროექტის სპონსორები იყვნენ თბილისის მერია და სხვა კერძო კომპანიები. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრნენ ცნობილი ევროპელი სტრიტ არტისტები და მოხატეს 7 დიდი კედელი თბილისში, 4 კედელი კი ქუთაისში.
რე|ბანკის უშუალო დაფინანსებით ბერლინელი არტისტების ჯგუფის Innerfields-ის მიერ მოიხატა კედელი ილია ჭავჭავაძის 39 ნომერში.
„ძალიან გვიხარია, რომ წელსაც მოგვეცა Tbilisi Mural Fest-ის მხარდაჭერის საშუალება. რე|ბანკის სპონსორობით კიდევ ერთი ლამაზი კედელი შეემატა ქალაქს. მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს და დიდი იმედია ჩვენი თანამშრომლობა მომავალ წელსაც შედგება.“ - ანანო ქორქია, რე|ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.
Tbilisi Mural Fest-ის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის და ფოტოების სანახავად ეწვიეთ ფესტივალის
ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს https://www.facebook.com/TbilisiMuralFest/
კომენტარი