ეს იმ გოგოს ფოტოებია, რომელიც ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი
გუშინ საღამოს მომღერალი ირაკლი ნოზაძე გულის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თამთა ჯანჯღავამ დაჭრა, რომელმაც საცხოვრებელ კორპუსთან ავტომობილით მიაკითხა, შიგნით ჩაისვა და ირაკლი იქედან უკვე დაჭრილი გადმოვიდა. მომღერალმა ბევრი სისხლი დაკარგა და სასწრაფო ოპერაცია ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა. ეჭვმიტანილი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
როგორც ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
"პაციენტი ამჟამად მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ჯერჯერობით ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ჩემი ვარაუდით, ალბათ, გვექნება საშუალება, რომ დღევანდელი დღისთვის მოვხსნათ ხელოვნური სუნთქვიდან. სისხლის დანაკარგი ანაზღაურებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. 2 ჭრილობა იყო გულ-მკერდის არეში და წინა მხრის არეში. შემოსვლისას მდგომარეობა კრიტიკული იყო“ - განაცხადა ნიკა ქარცივაძემ.
კომენტარი