სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პამელა ანდერსონის ვაჟმა საკუთარი მამა სცემა

რამდენიმე დღის წინ პამელა ანდერსონის ოჯახში სერიოზული კონფლიქტი მოხდა. მსახიობის ყოფილმა ქმარმა, მუსიკოსმა ტომი ლიმ განაცხადა, რომ საკუთარმა ვაჟმა ბრენდონმა ის სცემა.

ტომის თქმით, 21 წლის ბრენდონი მის სახლში შეიჭრა და თავს დაესხა მამას, როცა მამაკაცი საწოლში იწვა თავის საცოლესთან ერთად:

„გული ძალიან მაქვს ნატკენი. საკუთარ შვილს ზრდი, უსრულებ ყველა სურვილს და შეიძლება ეს ყველაფერი შენსავე საწინააღმდეგოდ შემოტრიალდეს. კარგად გიმუშავია ბრენდონ, შვილო, ყოჩაღ“ - დაწერა ტომი ლიმ ტვიტერზე.

„მე საწოლში ვიყავი ჩემს საცოლესთან ერთად, როდესაც ის ჩემს ოთახში შემოიჭრა. მოვთხოვე, რომ დაეტოვებინა ჩემი სახლი, ამის საპასუხოდ კი დამარტყა, შემდეგ გაიქცა და პოლიციასაც ემალება“ - განმარტა მოგვიანებით მუსიკოსმა.

ბრენდონმა კი საპირისპირო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ნასვამი მამა აქეთ დაესხა თავს შვილს, თავად კი თავის დაცვის მიზნით დაარტყა ტომის.

რაც შეეხება პამელა ანდერსონს, ის აცხადებს, რომ მის ყოფილ ქმარს პრობლემა აქვს ალკოჰოლთან და როცა ის სვამს, აგრესიული და უკონტროლო ხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100