მაღალი თუ დაბალი? ფინკა ბანკის დაბალი სესხის კამპანია დაიწყო
დაფიქრებულხართ, რომელი გირჩევნიათ, მაღალი სართული და ხედი, თუ დაბალ სართულზე ცხოვრება და კიბეზე არბენა. რომელი უფრო კომფორტულია – მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ დაბალქუსლიანი? ფინკა ბანკმა ახალი სარეკლამო კამპანია სწორედ მაღალისა და დაბალის შედარებაზე ააგო. დიახ, როცა საქმე გემოვნებას ეხება, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, მაგრამ რა არის ის, რაზეც არავინ კამათობს….ეს ფინკა ბანკის დაბალი სესხია, რომელსაც ირჩევს ყველა. სარეკლამო კამპანია ფინკა ბანკმა Inspiration Marketing-ის გუნდთან ერთად დაგეგმა და განახორციელა.
მარიკა ესებუა, ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი: ბოლო 1 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბანკისთვის. გამარტივდა ბიზნეს პროცესები, განახლდა საპროცენტო განაკვეთები, დავნერგეთ ახალი სერვისები და მომხმარებლებლებს ბევრი სიახლე შევთავაზეთ, ერთ-ერთი კი სწრაფი სესხია, რომელსაც მარტივი პროცედურებით აიღებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შემოსავალი აქვს. როცა ამ პროდუქტის საკომუნიკაციო კამპანიაზე მუშაობა დავიწყეთ, ვფიქრობდით გვეპოვა ის უნივერსალური მესიჯი, რომელიც ყველასთვის ერთნაირად გასაგები და მარტივი იქნებოდა. ამიტომაც ავირჩიეთ საინტერესო შინაარსისა და კონცეფციის კამპანია, რომელიც მაღალისა და დაბალის სტერეოტიპულ შედარებას ემყარება. ადამიანები უმეტეს შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ყველაფერი მაღალი ჯობია დაბალს ისევე, როგორც მეტი ჯობს ნაკლებს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არაა, აქ დაბალი ჯობს მაღალს და ეს ფინკა ბანკის – დაბალი სესხია.
სპეციალურად კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდი www.Dabali.ge, სადაც მომხმარებელს მარტივად შეუძლია განაცხადის ფორმის შევსება.
დაბალი სესხის მიზნობრიობა შეუზღუდავია. დაბალი სესხით მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ საოჯახო ტექნიკა, გადაიხადონ დასვენების ხარჯები, გაარემონტონ ბინა, შეავსონ ბიზნეს მარაგები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და სხვა. სესხის ვადა 24 თვემდეა, საშეღავათო პერიოდი – 6 თვემდეა, რაც კარგი საშუალებაა სესხის გადახდა მოგვიანებით დაიწყოთ. სესხის უზრუნველყოფა, ისევე როგორც შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება – არ მოითხოვება.
დაბალი სესხის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვმართონ ვებ გვერდზე: www.Dabali.ge, დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე *4949 ან გვეწვიონ ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში.
ფინკა ბანკის სესხების კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
კომენტარი