ხვალ გაეროს ოფისთან აქცია "მეც დევნილი ვარ" გაიმართება
ხვალ გაეროს ოფისთან აქცია "მეც დევნილი ვარ" გაიმართება.
"საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა", დევნილთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები, დევნილთა საინიციატივი ჯგუფი და პოლიტიკოსები დევნილთა მიმართ სოლიდარობის მორიგ აქციას გამართავენ და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას საქმის კურსში ჩააყენებენ თუ როგორ ექცევა დევნილებს სააკაშვილის ხელისუფლება და როგორ ხორციელდება დროებითი კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან მათი გამოყრა ქუჩაში.
აქციის მონაწილეები გაეროს წარმომადგენლებს შესაბამის წერილობით პრეტენზიებსა და მოთხოვნებს გადასცემენ.
კომენტარი