სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ თქვა უარი ქართულმა ეკლესიამ მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ პირს შორის ჯვრისწერის დაშვებაზე?

16-17 ივნისს კუნძულ კრიტზე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა,

რომელზეც ერთ-ერთ საკითხად წარმოდგენილი იყო მართლმადიდებელ და

არამართლმადიდებელ პირს შორის ჯვრისწერის დაშვება. 14

მართლმადიდებელი ეკლესიიდან მხოლოდ ორმა საქართველომ და

ანტიოქიამ არ მოაწერა ამ დაშვებას ხელი და მის წინააღმდეგ გამოვიდა.

დრონი.ჯი უშუალოდ ამ დელეგაციაში მონაწილე მეუფე ანდრიას დაუკავშირდა,

რომელმაც ზუსტად განმარტა მიზეზები, თუ რატომ არ დათანხმდა ქართული

მართლმადიდებელი ეკლესია საკითხს აღნიშნული ჯვრისწერის შესახებ:

რატომ არ დათანხმდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია

არამართლმადიდებელსა და მართლმადიდებელს შორის ჯვრისწერის შესახებ

ცვლილებას?

რადგანაც ქორწინება გახლდათ ერთ-ერთი 7 საიდუმლოებათაგანი, რომელიც

აღესრულება მართლმადიდებელ ეკლესიაში, დოგმატური სწავლებით საიდუმლოში

მონაწილეობა არ შეუძლია არამართლებელს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი

ასპექტი ამ კითხვისა, რომლის გარეშეც ამის განმარტება არ შეიძლება. ეს

სწავლება არის მიღებული მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. მსოფლიო კანონის

შეცვლა არ შეუძლია არცერთ კრებას და ქართული ეკლესია იყო მომხრე

დაცულიყო დოგმატური სწავლება ეკლესიისა და ამის გამო მან უარი თქვა

ჯვრისწერის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. მინდა ვთქვა რომ დოკუმენტი შედგება

ორი ნაწილისგან და საქართველოს ჰქონდა შენიშვნები ორივე ნაწილის მიმართ.

ჩვენთან ერთად ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც. ამიტომ

მხოლოდ საქართველო არ იყო და არის, ვინც ხელი არ მოაწერა დოკუმენტს

მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებესლს შორის ჯვრისწერის თაობაზე.

ეს საკითხი, ალბათ, მომავალშიც იქნება გარჩევის საბაბი.

რატომ უნდოდათ ამდენი ასწლეულის შემდეგ, რომ ეს ცვლილება შეეტანათ

და დაეშვათ არამართლმადიდებელსა და მართლმადიდებელს შორის

ჯვრისწერა?

საუკუნეების განმავლობაში ეს კანონი მოქმედებდა და შეცვლა მოხდა იმ

გარემოებებიდან, რომ მრავალად მოხდა ასეთი ქორწინებები. მე-18 საუკუნიდან

მოყოლებული რამოდენიმე ადგილობრივმა ეკლესიამ მიიღო კანონი, რომ

დაშვების წესით მომხდარიყო ჯვრისწერა არამართლმადიდებელსა და

მართლმადიდებელს შორის, 1830იან წლებში ეს დაუშვა საბერძნეთმა, ოღონდ

აუცილებელი ნორმა იყო, რომ შვილები უნდა მონათლულიყვნენ

მართლმადიდებლებად. ასევე მომავალში მოლოდინი უნდა ყოფილიყო რომ

არამართლმადიდებელიც მოინათლებოდა. სწორედ ამ გარემოებემა მოიტანა რომ

ცვლილება შეტანილიყო კანონში. მაგრამ ეს არის დაშვება და დაშვებად დარჩება

და არ შეიძლება დაშვების აყვანა კანონის რანგში. ასეთი პრაქტიკა ჩვენთან არ

ყოფილა.

ანუ ეს არ მიუღიათ ეს როგორც კანონი და ამას არ ექნება დაკანონებული

სახე?

ყოველშემთხვევაში იმ პუნქტშიც წერია, რომ ეს არის დაშვება და არა დაკონონება.

დაკანონება ამისი რათქმა უნდა არასწორი იქნება.

თუმცა ყოფილა შემთხვევები და დღესაც არის, რომ ქართულ

მართლმადიდებლურ სამყაროში მოხდარა არამართლმადიდებლისა და

მართლმადიდებლსი ჯვრისწერა. ხომ ასეა?

დიახ ასეთ ქორწინებებს დინასტიურ ან მორგანატიკულ ქორწინებებს უწოდებენ,

როდესაც სამეფო ან დიდგვაროვანი ოჯახის წევრი ქორწინდებოდა

არამართლმადიდებელზე, და ეს საქართველოს ისტორიასაც ახსოვს, მაგრამ ეს

იყო ერთეული შემთხვევები. დვინის კრებიდან მოყოლებული საქართველოს

მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს, რომ ჯვრისწერა დაუშვებელია
მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100