სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ხნის განმავლობაში ირაკლი ბათიაშვილი დაკავებული არ იყო

"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი სასტიკადაა ნაცემი.

როგორც "პირWელს" ბათიაშვილის მეუღლემ მაია ბათიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ირაკლი ბათიაშვილი თავს შედარებით უკეთ გრძნობს, თუმცა სასტიკად არის ნაცემი.

მისივე თქმით, "26 მაისის აქციის დარბევის დროს სპეცრაზმელები ბათიაშვილს განგებ ეძებდნენ, რის შემდეგაც სასტიკად გაუსწორდნენ, მათ შორის ესროდნენ კიდეც".

ამასთან, მაია ბათიაშვილის თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში ირაკლი ბათიაშვილი დაკავებული არ ყოფილა.

სხვა დეტალებზე თავად ირაკლი ბათიაშვილი დაახლოებით ნახევარ საათში ისაუბრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100