სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: პრემიერი დარწმუნდა, რომ ჩემგან საფრთხე არ ელოდება

არავის არ ვხსნი, თუმცა შეიძლება ბევრი დარღვევაა და ბევრი გაუგებრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "არავინ არავის არ ითხოვს და მთავრობას შეუძლია წყნარად იყოს".
"მე ვარ მათ მხარეს, მიუხევადად იმისა, მომწონს ეს მინისტრი თუ არა, ან ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს თუ – არა. მთავრობას შეუძლია წყნარად იყოს. არავინ არავის არ ითხოვს. არავის არ ვხსნი, თუმცა შეიძლება აქ ბევრი დარღვევაა და ბევრი გაუგებრობა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვათქმევინო, რომ ახლა კარგი რამის გაკეთება უნდოდათ და ხელი შეუშალეს. ნეტავი კარგი გააკეთონ. მხოლოდ მივესალმები, ორი ხელით ვარ ამის მომხრე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრემიერი, რომ რაიმე საფრთხე მისგან არ ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100