სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ს კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა კონგრესმმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო. რეზოლუციის ტანახმად, კონგრესი საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანასა და ოკუპაციის შეწყვეტას ითხოვს.

კონგრესმენები მოითხოვენ აშშ-ს უფრო აქტიურად ჩაბმას საქართველოს უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებში. დოკუმენტში ნათლად და გარკვევით არის აღნიშნული შეერთებული შტატების როლი საქართველოს, როგორც დემოკრატიული და უსაფრთხო ქვეყნის განვითარებასა თუ ჩამოყალიბებაში. რეზოლუცია კონგრესმენების, ბილ შუსტერისა და ელისონ შვარცის მიერაა ინიცირებული.

აშშ-ში საქართველოს ელჩის, თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ეს დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ დროისათვის არსებული გარემოებებისთვის, მეტად მნიშვნელოვანია.

„მასში, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულია რომ აშშ არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ახალ რეალობას - ოკუპაციასა და ამჟამინდელ სტატუს-ქვოს, რომლის დაკანონებასაც რუსეთი მოითხოვს“

რეზოლუციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც სძენს, რომ იგი პირდაპირ მოითხოვს საქართველოზე რუსეთის მხრიდან არსებული აგრესიის შეწყვეტას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100