სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 შვილი დარჩა – ვინ არის ზურაბ ზვიადაურის ძმა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად მოკლეს

ცოტა ხნის წინ კახეთში მომხდარმა სისხლიანმა გარჩევამ მთელი საქართველო შეძრა. ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა თანმხლებ პირებთან ერთად ჩაცხრილეს. კონფლიქტში მონაწილე სამივე პირი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

ირკვევა, რომ კონფლიქტი დაიწყო ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, წინანდლის ტყის მიმდებარედ. ამ ვერსიის მიხედვით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

გარჩევა სამმაგი მკვლელობით და 2 ადამიანის დაჭრით დასრულდა. ახლა ოლიმპიური ჩემპიონი პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება. მის შუათანა ძმას კი ოჯახი და ახლობლები გლოვობენ.

ფართო საზოგადოებისთვის 45 წლამდე ასაკის ზვიად ზვიადაურის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია. რამდენიმე წლის წინ მედიაში დაიწერა, რომ ზვიად ზვიადაურმა თავის მეგობრებთან ერთად სასტიკად სცემა ახმეტის პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელი მიხეილ ბაინდურიშვილი, ძმა ციხიდან ოლიმპიურმა ჩემპიონმა დაიხსნა.

გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100