სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ციხეში სასტიკად მოკლული გიგა ფარტენაძის საქმე - ოჯახი ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებმაც მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

დღეს ბათუმში 2014 წელს გეგუთის პენიტენციალურ დაწესებულებაში მოკლული გიგა ფარტენაძის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მკვლელმა შოთა შანიძემ შესაძლოა ციხე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვოს, რასაც ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორც ადვოკატი თემურ ქავშბაია აცხადებს, გუშინ საქართველოს პროკურატურის მაღალჩინოსნებმა შეატყობინეს, სურთ შოთა შანიძეს გაუფორმონ საპროცესო შეთანხმება.

„აღნიშნულ პირს 2025 წლამდე უნდა გაეტარებია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თუმცა 2022 წელს მას გასთავისუფლებენ. აღნიშნული პირი მთელი ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტანებს და საქართველოს პროკურატურას ამხელდა სხვადასხვა დანაშაულებებში. აღნიშნული პირი ბრალდებულია გ.ქ-ს მკვლელობაში. ჩვენთან.პროკურატურამ გაიარა კონსულტაცია იმასთან დაკავშირებით, გვაცნობა ინფირმაციულად ის საკითხი, რომ გადაწყვეტილი აქვთ გაუფორმონ საპროცესო შეთანხმება და სამწუხაროდ, 217 მუხლით ჩვენ სამართლებრივად ვერ ვახდენთ ვერანაირ რეაგირებას.

მინდა მოვუწოდო საქართველის პროკურატურას, არც კი გაბედოს მსგავსი მოქმედება აღნუშნული პირის მიმართ. ეს პიროვნება 14 წლიდან ძალადობის და უამრავი სასტიკი მკვლელობის თანამონაწილე და მონაწილე პირია. ეს პირი საზოგადოებისთვის არის საშიში. ვიბრძვით წლებია, რომ შოთა შანიძე და სხვა პირები ყოფილიყვნენ უმკაცრესად დასჯილები. არ ვიცი რა კომპრომატები გააჩნია შოთა შანიძეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომ ასეთ ლოიალურიბას იჩენდნენ. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ საოროცესო შეთანხმებას”- განაცხადა თემურ ქავშბაიამ.

როგორც გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის დედა აცხადებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და ითხოვს მისი შვილის მკვლელების მკაცრად დასჯას.

„მივმართავ საქართველოს პროკურატურას, მთავრობას, რისთვის გჭირდებათ სასტიკი ადამიანის გარეთ გამოსვლა. ვინ არის შემდეგი, გიგას შემდეგ, რომ მის კლანჭებში მოხვდეს. მე მოვითხოვ გიგა ფარტენაძის საქმეზე ყველა პირის დასჯას. ყველა არ არის დასჯილი. როგორ უშვებენ.შოთა შანიძეს და როგორ უკეთებენ საპროცესო შეთანხმებას, წარმოუდგენელია. როდესაც ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეები არ არიან დასჯილი. მოვითხოვ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც ჩემი შვილის მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ შოთა შანიძის გათავისუფლებაზე“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ძმა ჟურნალისტი კობა ფარტენაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმდების შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს აანონსებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100