სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,მედიკამენტების ფასები ფარმაცევტული კომპანიების მიერ ხელოვნურადაა გაზრდილი, რაც დაუშვებელია’’

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის კლინიკა – ,,ოჯახის მკურნალი’’–ს ჰომეოპათმა თამთა ჭანტურიამ. ექიმმა ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასა და საყოველთაო პროგრამის დადებით მხარეებზე და ასევე აღნიშნა ის ხარვეზებიც, რომლის გამოსწორებაც დადებითად წაადგება ზემოთ აღნოშნულ რეფორმებს:

,,ოჯახის ექიმის ინსტიტუტთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო, პირველადი რგოლის ექიმებისთვის ამხელა პასუხისმგებლობის მინიჭება ცოტა არასწორია, რადგან, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი ექიმის ცოდნა და გამოცდილება არაა საკმარისი პაციენტისთვის. ფაქტობრივად, ოჯახის ექიმს უწევს, რომ თითქმის ყველა ვიწრო სპეცილისტის სპეციალობა შეითავსოს. ეს ძალიან რთულია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ვიწრო სპეცილისტების უკმაყოფილებაც. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ოჯახის ექიმის მოვალეობაში მხოლოდ უნდა შედიოდეს პაციენტების სწორად გადამისამარტება ვიწრო სპეცილისტთან და არა მათთვის მკურნალობის კურსის ჩატარება მაშინ, როდესაც მათი კომპეტენცია არ წვდება ამა თუ იმ დაავადების განკურნების შესაძლებლობას“.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრანას, ექიმი დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს, რომლებსაც ფინანსური სიდუხჭირის გამო არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩაეტარებინათ ძვირადღირებული ოპერაცია, მიეცათ შანსი, რომ განიკურნონ და დაუბრუნდნენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს: ზოგიერთი ამბობს, რომ მსგავსი პროგრამა ადრეც იყო, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც იყო საყოველთაო დაზღვევა, ხალხს ყოველთვიურად ეჭრებოდათ გარკვეული თანხა ხელფასიდან. აქედან გამომდინარე, დაზღვევა სულაც არ გამოდიოდა უფასო’’.

თამთა ჭანტურიამ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და განაცხადა, წამლების ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი კერძო ფარმაცევტული კომპანიების მიერ.

,,რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, ვფიქრობ რომ პრეპარატების ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი. როდესაც საქმე ეხება კერძო სექტორს და სახელმწიფო არ არეგულირებს ფასებს, ყოველთვის მსგავსი მდგომარეობა იქმნება. ვფიქრობ, რომ ჯანდაცვა, განათლება და თავდაცვა უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. დაუშვებელია, რომ ის საკითხი, რაც ჯანმრთელობას ეხება და რომელზეც ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული, კონკრეტულმა პირმა არ უნდა მართოს თავის შეხედულებისამებრ, სწორედ ამას აკეთებენ კერძო ფარმაცევტული კომპანიები’’, - განმარტავს თამთა ჭანტურია და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზეც მიანიშნებს.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანითი ჯორჯიას ხელმისაწვდომი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება. ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორის ანდრიი კუზმას ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს კომპანიის მედიკამენტების დასაწყობება და ძალიან მალე 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად აფთიაქებში გაიყიდება. ამის შესახებ კუზმამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა. რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიიღო. ეს არის ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც საავადმყოფოს პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100