ღარიბაშვილი მოსახლეობას ისტორიულ თარიღს ულოცავს
ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი ამ ფაქტს მიესალმება და მოსახლეობას ისტორიულ თარიღს ულოცავს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, იმის გამო, რომ ობიექტური მიზეზების გამო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელშეკრულების რატიფიცირებას ვერ დაესწრებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ ევროპარლამენტში საქართველოს წარმოდგენის თხოვნით პრეზიდენტს მიმართა.
„საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, წარმოადგინოს ჩვენი ქვეყანა ხელშეკრულების რატიფიცირების დღეს. ეს არის მნიშვნელოვანი. მე ვთხოვე თამარ ბერუჩაშვილს, გაჰყოლოდა პრეზიდენტს და ხელშეკრულების რატიფიკაციას ისინი დღეს ერთად დაესწრებიან“, - აღნიშნა პრემიერმა.
კომენტარი