
Embawood-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
Embawood-ის გორის ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების წყარო უცნობია.
8 ადამიანი, რომელთა შორის უმეტესობა Embawood-ის თანამშრომელია, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ნიმუშების პასუხს ელოდებიან ინფიცირებული ქალის შვილისგანაც, რომელიც ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს, თუმცა შვილის კონტაქტები თითქმის არაა, რადგან ის დისტანციურად მუშაობდა.
კომენტარი