
სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სუფსაში, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერლა.
ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი