
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შერიგდნენ
გამოცემა people ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობის ახალი ფაზის შესახებ იუწყება - წყვილმა გადალახა რთული პერიოდი და საერთო ენაც გამონახა. ნახევარწლიანი მტრობის შემდეგ ურთიერთობა თითქოს დათბა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი ისევ ერთად იცხოვრებს. საქმე იმაშია, რომ მათი შეთანხმებული ურთიერთობა სასამართლო პროცესის მშვიდად ჩატარებასა და რაც მთავარია, ბავშვების ფსიქიკური მდგომარეობისთვის აუცილებელია, რათა მდგომარეობა უფრო არ გართულდეს.
კომენტარი