
საშინელი ავარია გორთან, დაღუპულთა შორის ბავშვია
გორთან მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავარია გუშინ საღამოს საათებში მოხდა. მათივე ინფომაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც "ოპელში" მსხდომი ხუთივე მგზავრი გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი