
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 487 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 221.
კომენტარი