
20 მაისი სამსახურში ველოსიპედით მისვლის საერთაშორისო დღეა
20 მაისს, 09:30 საათზე, თბილისში, ვაკე-საბურთალოს განახლებულ გზაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ა/ო "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის" ორგანიზებით, მოეწყობა აქცია - "სამსახურში ველოსიპედით მისვლის დღე".
ღონისძიების მიზანს საზოგადოებაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენების პოპულარიზაცია წარმოადგენს. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის და კლუბ "ჯეორაიდერის" წარმომადგენლები.
20 მაისი არის სამსახურში ველოსიპედით მისვლის საერთაშორისო დღე.
კომენტარი