
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული
მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან რამდენიმე საათში
ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.
31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც
კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად
ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა
საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30
სთ
10:30 სთ
12:30 სთ
15:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
განრიგი
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
კომენტარი