
დედამიწის ბედნიერი მოსახლეობა „არა-ბედნიერს“ ოთხჯერ აღემატება
კომპანია Gallup International-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო გაერკვიათ, როგორი ადამიანები ჭარბობენ დედამწიაზე, ბედნიერები, თუ უბედურები. კველვამ აჩვენა, რომ ჩვენს პლანეტაზე ბედნიერი ადამიანები „არა-ბედნიერებს“ ოთხჯერ აღემატებიან.
მკვლევარების განცხადებით, მოსახლეობის 53 პროცენტი თავს სრულიად ბედნიერად თვლის, ბედს კი მხოლოდ 13% უჩივის.
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენეს, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ნიგერიაში, ნიდერლანდებში, შვეიაცრიასა და განაში ცხოვრობენ. აქაურების 82-89 პროცენტი თავს ბედნეირად თვლის.
კომენტარი