
ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია
ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსა. ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლაგოდეხი-ყვარლის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. „ნისანის“ მარკის ავტომობილი საწვავმზიდს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარი