
"ვინ იფიქრებდა, რომ იმ დღეებს ეს დღეები შეცვლიდა" - ნიკა ჩერქეზიშვილი ანა ლაშხელ-ონიანის გარდაცვალებაზე
პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი ანა ლაშხელ ონიანთან ერთად გადაღებულ ძველ ფოტოს აქვეყნებს და აი, რას წერს აწ უკვე გარდაცვლილ მეგობარზე:
"ჩემი თავი და ღიმილი არ მომწონს ამ ფოტოზე, ანა და მისი ღიმილი - ძალიან!
ანა ლაშხელი ონიანი...
ვინ იფიქრებდა, რომ იმ დღეებს ეს დღეები შეცვლიდა.
ძალიან, ძალიან ვწუხვარ"- წერს პოეტი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 32 წლის ასაკში, ახალგაზრდა ქართველი მწერალი ანა ლაშხელი-ონიანი გარდაიცვალა.
ფოტოზე გამოსახეულია პოეტები: ნიკა ჩერქეზიშვილი, ლაშა მარგიანი და ანა ლაშხელ-ონიანი.
კომენტარი