
კომოს ტბაზე პროპაგანდისტ სალავიოვის ვილას ცეცხლი წაუკიდეს
კომოს ტბაზე, კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სალოვიოვის ვილის დაწვა სცადეს - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
აღნიშნული ვილა ერთ-ერთია პროპაგანდისტის სამი უძრავი ქონებიდან, რომელსაც ის კომოს ტბაზე ფლობს და სანქციების შემდეგ ჩამოერთვა. მომხდარს კარაბინიერები იძიებენ.
ცეცხლი ადგილზე სავარაუდოდ ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს, რომელმაც ის მალევე ჩააქრო. შემთხვევა 6 აპრილის გამთენიისას მოხდა.
კომენტარი