
ადიდებულმა ენგურმა ანაკლია-განმუხურის ხიდი წაიღო
ადიდებულმა ენგურმა პლაჟთან დამაკავშირებელი ანაკლია-განმუხურის ხიდი წაიღო. როგორც "ინტერპრესს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურში განუცხადეს, ხიდი ისედაც უნდა შეცვლილიყო და მისი ბიჯების დემონტაჟი მიმდინარეობდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში იტალიიდან ახალი ხიდის კონსტრუქციები ჩამოვა და ძველის ადგილზე ახალი ხიდი აიგება. ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი 550 მეტრის სიგრძის, ევროპაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი იყო. ახალი ხიდის აგება, ოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება.
კომენტარი