სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმო კარერა მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მის წინააღმდეგ სარჩელია აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება. სასამართლო ვერდიქტს მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გამოიტანს.

2011 წელს კარერა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა ქალბატონი, 23 წლის კბიარა ვარანი და პატრიცია პანინფორნი გარდაიცვალა.

კარერას ადვოკატები ცდილობენ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის უდანაშაულობის დამტკიცებას. გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში, კარერას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100