
რუსებმა ნინა წკრიალაშვილი იურმალას ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულ სტუმრად აღიარეს
ინტერნეტგამოცემა http://www.delfi.lv იურმალა 2013-ის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც უგემოვნობის ერთ-ერთ მაგალითად ქართველი მომღერალი ნინა წკრიალაშვილია მოყვანილი.
საიტი წკრიალაშვილის ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ბევრმა სადო-მაზოს სტილი აირჩია. მათ გადაწყვიტეს, რომ 90-იანი წლების ფეტიშ-სტილი სავსებით შესაფერისი იყო, რადგან ყველაფერს აქვს არსებობის უფლება. მაგრამ საზაფხულო მუსიკალურ კონკურსზე შავი ტყავი და ნაუშნიკები ყელსაბამის სახით - სავსებით უადგილოა.
აღსანიშნავია, რომ ნინა წკრიალაშვილი მოდის რუსი კრიტიკოსების უარყოფით შეფასებას არ გაუნაწყენებია, პირიქით, ქართველმა მომღერალმა სტატია სოციალურ ქსელში „დააშეარა“ კომენტარით „ნახეთ რა არ დაგეზაროთ“
კომენტარი