
ეროტიკის მუზეუმის ექსპონატი - რასპუტინის 30-სaნტიმეტრიანი ასო
რუსული ქალთა საიტი „Lady.ru" იტყობინება, რომ რუსეთში არსებული ერთადერთი ეროტიკის მუზეუმი სანკტ-პეტერბურგში ინახავს უნიკალურ რელიქვიას - გრიგორი რასპუტინის 30-სანტიმეტრიან ასოს. მუზეუმის ხელმძღვანელის სიტყვით: „ამ ექსპონატის ქონით ჩვენ შეგვიძლია აღარ გვშურდეს ამერიკის, სადაც ამჟამად ინახება ნაპოლეონ ბონაპარტის ასო... ნაპოლეონის ასო ოდენ პატარა ყლორტია ჩვენს 30-სანტიმეტრიან ორგანოსთან შედარებით".
საიტი აღნიშნავს, რომ ისტორიიდან ალბათ ბევრს ეხსომება იმ კულტის შესახებ, რომელიც რასპუტინის სახელთან იყო დაკავშირებული - მის პიროვნებაში უცნაურად ერთიანდებოდა ქრისტიანობა სექსუალურ აღვირახსნილობასთან. მრავალი კეთილშობილი ქალბატონი იყო მასთან ინტიმურ კავშირში, რომელთა შორიც იმპერატრიცაც კი მოიაზრებოდა.
კომენტარი