
მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს - ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მინსკის შეთანხმება, რომლის თანახმად კიევი და მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ აღარ არსებობს. ვლადიმირ პუტინი ამაში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ახლა მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს. კიევის ამჟამინდელი ხელისუფლების ძალისხმევით ყველაფერი ნულამდე იქნა დაყვანილი. მინსკის შეთანხმება იქნა მოკლული რესპუბლიკების გუშინდელ აღიარებამდე დიდი ხნით ადრე - და არა ჩვენ მიერ და არა ამ რესპუბლიკების წარმომადგენლების მიერ, არამედ კიევის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ," - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
კომენტარი