
კიევის რეგიონში უკრაინელებმა მტრის სუ-34 გამანადგურებელი ჩამოაგდეს
უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა კიევის რეგიონში, კერძოდ ბუჩაში, მტრის გამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს. ამის შესახებ Ukrinform კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე პავლიუკის ტელეგრამაზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ საკუთარი ძალებით ვკეტავთ კიევის რეგიონის ცას! დაახლოებით დილის 8:15 წუთზე ბუჩას რაიონში უკრაინის სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა ჩამოაგდეს მტრის გამანადგურებელი სუ-34! თვითმფრინავი ჩამოაგდეს სტინგერის გამოყენებით“, - განაცხადა ალექსანდრე პავლიუკმა. როგორც ცნობილია, ეკიპაჟის კატაპულტირება არ შეინიშნება, თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
კომენტარი