
საქართველოში კოვიდინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 698 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 910 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 603 763 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 572 353, გარდაიცვალა 8 749 პაციენტი.
კომენტარი