
კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი უარყოფს, რომ ივანიშვილისგან დახმარებას იღებდა
ა/წ 20 ნოებერს, ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემის ”ღამის შოუ” - ს წამყვანმა ოთარ ტატიშვილმა, გადაცემის მსვლელობისას მომიხსენია მე, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი და აღნიშნა, რომ მე ვიღებ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას 1000 ლარის ოდენობით.
ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო კატეგორიულად :
მთელი ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე არასდროს, არც ერთი სუბიექტისგან არ მიმიღია არავითარი მატერიალური ”შემწეობა”, სტიპენდია, დახმარება.
ჩემთვის მიუღებელია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მითუმეტეს, როცა ასეთი თხოვნით არასოდეს არავისთვის მიმიმართავს.
პატივისცემით:
ოთარ ტატიშვილი
კომპოზიტორი, პიანისტი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი
კომენტარი