
ბუნებრივი აირით მოწამვლის შემთხვევა თბილისში
ბუნებრივი აირით მოწამვლის შემთხვევა დედაქალაქში - დღეს ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 57 წლის ქალბატონი და მისი 2 შვილი მიიყვანეს.
მოწამვლა არასწორად დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია. სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარი