
აქციაზე დაშავებულმა ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა
რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა - ამის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალის" ექიმმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 პაციენტი მოთავსებულია "ნიუ ჰოსპიტალში", სადაც "რუსთავი 2-ის" დაშავებული ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილიც იმყოფება. 40-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული ინგოროყვას კლინიკაში. მოქალაქეთა ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
რაც შეეხება რუსთაველს, ამ დროისთვის ქალაქის მთავარი გამზირი დემონსტრანტებისგან გათავისუფლებულია. სუფთავდება ტერიტორია. პარლამენტის შენობასთან ვითარება მშვიდია.
კომენტარი