
ასე ულოცავს ცირა კობიაშვილი ფეხბურთელ შეყვარებულს დაბადების დღეს
ცირა კობიაშვილის შეყვარებული, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი, გიორგი ოთარიშვილი იუბილარია. აი რას წერს მომღერალი: "დაბადების დღეს გილოცავ სიყვარულო. კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხარ".
ცირა გიორგის უკვე რამდენიმე თვეა ხვდება. კობიაშვილის პირადი ცხოვრებით საზოგადოება "იქს-ფაქტორიდან" მოყოლებული დაინტერესებულია. შეგახსენებთ, რომ გოგონას შეყვარებული ჰყავს გარდაცვლილი. გოგა კვარაცხელია 2015 წელს ბუდაპეშტის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ბიჭი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
კომენტარი