
შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა - მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდა
შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან
მუშა გადმოვარდა. 40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. „კურიერის“-ის
ინფორმაციით, მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო,
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას
გულისხმობს.
კომენტარი