
აცრემლებული პატარძალი კახეთში, რომელმაც მომავალი მეუღლე პირველად ნიშნობაზე ნახა
არასამთავრობო ორგანიზაცია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (Anti-Violence Network of Georgia) საკუთარ ფეისბუქზე მტირალი პატარძლის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც თან ახლავს ისტორიაც.
"ფოტოზე ასახულია კახეთის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში გამართული არასრულწლოვანი გოგოს ქორწილის კადრი, რომელიც გარიგებით გათხოვდა. 17 წლის პატარძალს ცრემლი წასკდა სახლის დატოვებისას. ის მომავალ მეუღლეს პირველად ნიშნობის დღეს შეხვდა." - ნათქვამია ფოტოს აღწერილობაში.
კომენტარი