
აშშ-ში თვითდამფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
ავიაკატასტროფას შეერთებულ შტატებში მსხვერპლი მოჰყვა - კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
დაშავდა კიდევ ორი პირი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შემთხვევისას ბორტზე.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
კომენტარი